კულტურულ-ჰუმანიტარული თარამშორმლობა

კულტურულ-ჰუმანიტარული თარამშორმლობა

კულტურულ-ჰუმანიტარული თარამშორმლობა

         კულტურის დღეები გაიმართა საქართველოსა და ყაზახეთში: (2006 წლის 24 ნოემბერი ქ.თბილისში - კულტურული ფესტივალი «Перекресток: Казахстан-Грузия» ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება «Кочевник», ფოტოგამოფენა, შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები და მიუზიკლის „Kyz-Zhibek“  პრემიერა. ადგილი; 2007 წლის 1-5 ივლისი ასტანაში - - «Дни грузинской культуры», 170 კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობდა თბილისის მერი გ. უგულავა).

          ყაზახური ლიტერატურის კუთხეებია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკში (17.04.2017); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (18.05.2021); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (17.06.2023).

          ყაზახი პოეტის აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს ფარგლებში: საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ყაზახი პოეტის სახელი მიენიჭა (24.07.2020); დაიდგა ძეგლი (27.04.2022), აბაის ლექსები პირველად ითარგმნა ქართულად (2020 წლის მაისში); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბაის სახელობის აუდიტორია გაიხსნა (21.05.2021).

         გაიმართა  ყაზახური თეატრების გასტროლები საქართველოში: 2018 წლის 7-9 აგვისტო ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის; 2022 წლის 14-15 ნოემბერი «Астана Балет»-ის თეატრი; 22-23 სექტემბერი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი «Астана Опера».

         ორჯერ გაიმართა ყაზახეთის კინოს დღეები (2014 და 2022 წწ.). 2023 წლის მარტში კინოეკრანებზე გამოვიდა რომანტიკული კომედია «Больше чем любовь», ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარი.

        დაძმობილებული ქალაქების კავშირები დამყარდა ქალაქ ასტანასა და თბილისს შორის; აქტაუ და ფოთი (2005 წ.); ატირაუ და ბორჯომი (2023 წ.).

         საქართველოში დაინიშნა ყაზახეთის ოთხი საპატიო კონსული საკონსულო დაფარვის ოლქებით შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი (რეზიდენცია ქ. რუსთავი), სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი (ქ. ბორჯომი), შიდა ქართლი (ქ. გორი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ქ. ბათუმი).

 

ახალი ამბები

ყველა სიახლე

სასარგებლო ინფორმაცია

წაიკითხეთ ყველა მასალა