მუხტარ ომარხანოვის ძე აუეზოვი

მუხტარ ომარხანოვის ძე აუეზოვი

 

მუხტარ ომარხანოვის ძე აუეზოვი არის გამოჩენილი ყაზახი მწერალი, დრამატურგი და მეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყაზახეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946 წ.).

მუხტარ აუეზოვის შემოქმედებითი გზა 1917 წელს დაიწყო პიესით „Енлик-Кебек“, რომელიც ორი ახალგაზრდის ტრაგიკული ბედის შესახებ ხალხურ ლეგენდაზეა აგებული.

ის არის ავტორი ისეთი ნოველების, როგორებიც არის „ლამაზმანი ტრაურში“, „ობლის ხვედრი“, „ვინ არის დამნაშავე?“, რომანის „მძიმე წელიწადი“, პიესების „ქვის შებუმბლვა“, "ვაშლის ბაღში", მონოგრაფიული კვლევების ყაზახური და ყირგიზული ლიტერატურისა და ფოლკლორის ისტორიაში. ბევრმა ამ ნაშრომმა გამოავლინა იმდროინდელი ყაზახური ფეოდალური საზოგადოების პრობლემები.

მისი ხელოვნების გზის გვირგვინად იქცა ოთხტომიანი რომანი - ეპოპეა „აბაის გზა“, რომელმაც მწერალს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა. რომანი ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე და შევიდა "მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში".

1945 წელს, აბაის ასი წლისთავზე, მ. აუეზოვმა დაწერა „აბაის“ ოპერის ლიბრეტო და მხატვრული ფილმის „აბაის სიმღერების“ სცენარი. 1949 წელს პირველი წიგნი ეპოპეა - რომანი „აბაი“ იყო აღნიშნული სსრკ-ს სახელმწიფო პრემიით, 1959 წელს წიგნ „აბაის გზას“ ლენინის პრემია მიენიჭა.

გარდა ამისა, ფილმი „სასტიკი“, გადაღებული მ.აუეზოვის 1973 წლის მოთხრობის მიხედვით რეჟისორი ტ.ოკეევის მიერ ნომინირებული იქნა სსრკ-დან „ოსკარის“ პრემიაზე.

მუხტარ აუეზოვი გახდა პირველი მწერალი, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ნამუშევრებით ხელი შეუწყო ყაზახური სტილის სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მისი წყალობით პირველად ითარგმნა ყაზახურ ენაზე და ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შედევრები, როგორებიც არის ნ.გოგოლის პიესა „რევიზორი“, უ.შექსპირის პიესები „ოტელო“, „ჭირვეულის მორჯულება“, კ.ტრენევის პიესა „ლუბოვ იაროვაია“. მ.აუეზოვის ნაწარმოებები არაერთხელ იქნა გამოქვეყნებული და თარგმნილი მსოფლიოს მრავალ ენაზე.

მუხტარ აუეზოვის სახელობისაა ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტი, ყაზახეთის აკადემიური დრამატული თეატრი, ქუჩები და სკოლები ალმატიში, ნურ-სულთანში, სემეიში და სხვა ქალაქებში. ალმატიში ფუნქციონირებს აუეზოვის სახლ-მუზეუმი.

მწერლისთვის ძეგლები რესპუბლიკის ყველა რეგიონშია დადგმული. ყაზახური ტელევიზიის მიერ გადაღებულია 12 სერიისგან შემგდარი დოკუმენტური ფილმი დიდი მწერლის შესახებ (ავტორი ა.ტოიბაევა).

1997 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით მსოფლიოში აღინიშნებოდა მ.აუეზოვის დაბადებიდან 100 წლისთავი. წელს მწერლის 125 წლის იუბილეს ფარგლებში 500-ზე მეტი ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი, მათ შორის 50-ზე მეტის საერთაშორისო დონეზე.

გამოქვეყნების თარიღი

29 მაისი 2022

Жаңарту күні

29 მაისი 2022