ყაზახეთი ყაზახი პოეტის ჟამბილ ჟაბაევის 175 -ე წლისთავს აღნიშნავს.

Көру саны:93
ჟამბილ ჟაბაევი (16 (28) თებერვალი 1846 – 22 ივნისი 1945) - დიადი ყაზახი საბჭოთა პოეტი-აკინი, სტალინის პრემიის მეორე ხარისხის ლაურეატი (1941). ყაზახური ხალხური პოეზიის გამოჩენილი წარმომადგენელი, სალექსო სიტყვის ოსტატი, მთხრობელი, ჟირაუ. დაიბადა ჟამბილის მთების ძირში, ჟამბილის ოლქში, გარდაიცვალა ალმატას რაიონის სოფელ უზინაგაშში. ჟამბილის გარემოცვა დიდად აფასებდა სიმღერებს, კიუის, იმპროვიზაციის ხელოვნებას და მთხრობელობას. აუეზოვი ტყუილად არ ამბობდა: იმპროვიზაციის ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა ყაზახ ხალხში დაწყებული XIX საუკუნიდან, ჩრდილში მოექცა ყველგან, მაგრამ აყვევბა დაიწყო ჟეტისუში, სამხრეთ ყაზახეთის მხარეში. პირველ რიგში, კოლონიზაციამ, რომელმაც მოიცვა სხვა მხარეები უფრო ადრე ვიდრე სამხრეთი, თავისი კვალი დატოვა ტრადიციებზე; ჟეტისუს მიდამოებს ეს უარყოფითი გავლენები არ შეჰხებიათ. მეორეს მხრივ, იმპროვიზაციის ხელოვნების ტრადიციებმა, ოდითგანვე ღრმად გადგმული ფესვებით ამ მხარეებში, XIX საუკუნის შემდეგ მიიღეს განსაკუთრებული განვითარება. ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ჟეტისუში ჩამოვიდა დიდი აბაი არკიდან, ჩამოვიდნენ იმპროვიზაციის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან ბირჟანი, შაშუბაი, ბალუან შოლაკი, ჟალაირ ტუბეკი ტალასიდან, სამხრეთ ყაზახეთიდან - მაიკოტი და მაილიკოჟა, ყურმანგაზი ატირაუდან - უკავშირდება მათ მისწრაფებას გაეცნონ დიდი უძველესი ხელოვნების სკოლას.
ჟამბილის ნიჭმა, რომელიც ხელოვნების ესეთ აკვანში გაიზარდა, ბავშობიდანვე დაიწყო გამოვლინება. უკვე ახალგაზრდობის წლებში მან სიმღერებითა და ლექსებით აავსო ის მხარეები, სადაც გაიზარდა; მისმა დიდებამ მეზობელ ყირგიზებამდეც მიაღწია. ამ წლებში ახალგაზრდა ჟამბილი, რომელზეც უკვე ყველა საუბრობდა, შეხვდა სუიუნბაის, ყველაზე ცნობილ აკინს ჟეტისუდან; ჟამბილი დიდი ყურადღებით, მონუსხული უსმენდა აკინის შთაგონებულ შესრულებას და იღებდა მისგან დარიგებებს. შეხვედრები თავისი დროის ისეთ მსხვილ აკინებთან, როგორებიც იყვნენ აიკუმისი, ბაკტიბაი, სარი, სარბასი, დოსმაგანბეტი, შაშუბაი, კულანაიანი, კულმანბეტი ხელი შეუწყეს ჟამბილის, როგორც აკინის ავტორიტეტის ზრდას. შემდგომში, არაერთხელ ყირგიზ აკინებთან შეჯიბრისას, ბალიკთან, ტინიბეკთან, კალიგულთან, ნაიმანბაისთან, კატაგანთან, არისტანებკთან, საგიმბეკთან, ის გაკვეთილებს იღებს მათი ბრწყინვალე პოეზიიდან, თავისი ოსტატობის დასახვეწად. ახლა იმპროვიზაციასთან ერთად, ის კვირები - თვეობები ასრულებდა ისეთ მოთხრობებსა და პოემებს, როგორებიც არის „Көрғұлы“, „Шаһмардан“, ამით აღრმავებდა და ავითარებდა თავის ყოველმხრივ ნიჭს.
პერიოდი, როდესაც ჟამბილმა დაიწყო აკინ-ჟირაუდ ჩამოყალიბება, ხასიათდებოდა იმით, რომ ხალხზე ახდენდნენ ზეწოლას ერთის მხრივ სამეფო კოლონიზატორები, მოერეს მხრივ - კოკანდის სახანო და მესამე მხრიდან ადგილობრივი მიმდევრები. პოეტური გულწრფელობით და სამოქალაქო პასუხისმგებლობით ჟამბილი ისეთ სიმღერებში, როგორებიც არის „Шағым“, „Шабденге“, „Сәт сайланарда“, „Өстепкеде“, „Патша әмірі тарылды“, „Зілді бұйрық“ აღწერს ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას.
ჟამბილი დიდ იმედებს ამყარებდა ისტორიულ ცვლილებებზე ხალხის ცხოვრებაში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. მისმა „Туған елім“-მა (მშობლიური ქვეყანა), რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1936 წელს, შემდეგ კი გამოქვეყნებულ იქნა რუსულ ენაზე გაზეთ „Правда“-ში, სახელგანთქმული გახადა მოხუცი აკინი მთელ ქვეყანაში.
ჟამბილი სახელგანთქმული გახდა და მისმა პოპულარობამ საგრძნობლად იმატა ხალხში, პოეტური შემოქმედება კი უხვი ნაკადით გადმოედინა. მისი ლექსები, გამოსული 1936-1945 წლებში, 13 ათას კუპლეტს აღემტება. ის განსაკუთრებული ენთუზიაზმით აქებს მიღწევებსა და სიახლეებს ქვეყნის ცხოვრებაში, ხალხის გამარჯვებას და გმირობას დიდი სამამულო ომის წლებში. ხანდაზმულმა ასაკმა, მას ხელი არ შეუშალა ისეთი ეპიკური ნაწარმოებების აღორძინებაში, როგორებიც არის «Өтеген батыр», «Сұраншы батыр».
ჟამბილი - და ეპიკური აკინი, და აკინი-იმპროვიზატორი, ბრძენი „ჟირში“ და მეზღაპრე. როგორც ხელოვნების ოსტატმა, მან ხელი შეუწყო სამოქალაქო-პოლიტიკური პოეზიის ფორმირებას. ჟამბილის სიდიადე არა მხოლოდ მის პეოტურ ოსტატობაშია, არამედ იმაშიც, რომ სახალხო პოეზიაში ის ახალი მიმართულების შემქმნელია, ხალხური აკინების შემოქმედებითი სულისკვეთების ბრძენი მშთაგონებელი. მისი სიტყვები გარდაიქმნა დევიზებად, მას უწოდეს ხალხური პოეზიის მამა. ჟამბილმა, მომღერალ-მთხრობელთა ღრმა ეპიკური ტრადიციების ახალ მიმართულებაზე გადასვლით, ძველ ყაზახურ იმპროვიზაციის ხელოვნებას ახალი ასპექტები შესძინა. ჟამბილი არის პოეტი - ინტერნაციონალისტი, რომელიც არ განასხვავებდა ადამიანებს რასებისა და ერების მიხედვით. „ჟამბილის ლექსები ზღვის ფსკერზე მიმოფანტულ მარგალიტებს ჰგავს. ყველა ჩვენთაგანის სამოქალაქო ვალია მათი შეგროვება და გადაცემა ხალხისათვის“ - თქვა საკენ სეიფულლინმა.
ჟამბილი არის პოეზიის დაუშრობელი ნაკადული, სიბრძნის ამოუწურავი წყარო, მარადიული საგანძური. მისი შემოქმედება სამუდამ დარჩება ხალხთან.
ჟამბილის ნაწარმოებები, გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, და გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში.
ჟამბილი ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რითაც ასახელა თავისი ხალხი და გაითქვა სახელი.
ჟამბილის პიროვნებამ იპოვა გამოხატულება ყაზახური ხელოვნების ყველა დარგსა და ჟანრში, იგი ცნობილი გახდა როგორც დიადი პიროვნება, რომელმაც აამაღლა ხალხის ეროვნული სული.
07 სექტემბერი 2021
07 სექტემბერი 2021