კაჟიმუკან მუნაიტპასოვი (1871-1948 )

კაჟიმუკან მუნაიტპასოვი (1871-1948 )

დაიბადა 1871 (1886) წლის აპრილის დასაწყისში აკმოლას რაიონის სოფელ კარაოტკელში. კაჟიმუკანის ერთ-ერთი  მეოთხე თაობის წინაპარია-  ბატირ შადი, მცხოვრები აბილაის ხანის დროს. 

1904 წელს ცნობილი რუსი საცირკო მებრძოლი ა.ნ.ზლობინის რეკომენდაციით, ძალზედ ახალგაზრდა მუკან მუნაიტპასოვი მიიღეს ი.ვ.ლებედევის სახელობის სკოლაში სანკტ-პეტერბურგში, სადაც ის კლასიკური ჭიდაობის საცირკო ხელოვნებას ეუფლებოდა 1905 წლიდან 1907 წლის ჩათვლით. შემდეგ მან დაიწყო გამოსვლა პროფესიონალი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონის გეორგ ლურიხის საცირკო დასის შემადგენლობაში. იამაგატა მუჰანურას, შემდეგ - კარა-მუსტაფას, მახმუტის ფსევდონიმებით და ასე შემდეგ ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებში ფრანგულ და თავისუფალ ჭიდაობაში. ცოტა ხნის შემდეგ, ყაზახი მუნაიტპასოვი ხდება სარატოვში, კაზანში, ომსკში, ტროიცკში, უფასა და სხვა ქალაქებში სრულიად რუსეთის ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, აგრეთვე მოსკოვის, კიევის, რიგის, მინსკის, პარიზის, ვარშავის, ხარბინის საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი. საცირკო დასის შემადგენლობით ის ახორციელებდა ტურნეებს სამხრეთ ამერიკის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. 1909-1911 წლებში მან წარმატებულად იასპარეზა ბრძოლებში უძლიერეს თურქ მოჭიდავეებთან. მოგზაურობა საბედისწერო აღმოჩნდა სპორტსმენისთვის, რადგან ამ ტურნეს დროს მისი ძალისა და ნიჭის აღიარებით მის სახელში გაჩნდა პრეფიქსი "კაჟი" ("ხაჯი") - რომელმაც მოილოცა წმინდა ადგილები. მუკანის მიერ თურქეთის მოჭიდავეების დამარცხება მისმა რუსმა ერთმორწმუნეებმა ზუსტად ასე აღიქვეს.

1909 წელს გეტერბორგში (შვედეთი) ფრანგულ ბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე კაჟიმუკანი ოქროს მედლის მფლობელი ხდება. ის უძლიერესი გახდა ვარშავაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც (1911). გარკვეული დროის შემდეგ, მუნაიტპასოვი ხდება სარატოვში, კაზანში, ომსკში, ტროიცკში, უფასა და სხვა ქალაქებში ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, ასევე მოსკოვის, კიევის, რიგის, მინსკის, პარიზის, ვარშავის, ხარბინის საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი. 1913 წელს ქ.ტროიცკში მუნაიტპასოვმა მოიპოვა გამარჯვება და დაამარცხა 18 მებრძოლი სხვადასხვა ქვეყნიდან. კარა ივან მუნაიტპასოვის სახელით ის იცავდა რუსეთის სპორტულ ღირსებას  ქაბულში, თეირანში, ხარბინში და სხვა ქალაქებში. 1927 წელს ყაზახურმა „ასსრს“-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტის პრეზიდიუმმა კაჟიმუკანს მიანიჭა „ყაზახური სტეპების გმირის“ საპატიო წოდება.  საერთო ჯამში, მან მოიგო 48 ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და ცნობილი "სიგიზმუნდის ქამარი" (1913-1915).

1929 – 1931 წლებში ყაზახური სტეპების გმირმა წარმატებით იასპარეზა პეტროპავლოვსკში, ომსკში, ნოვოსიბირკსა და ალტაიზე.  არსებობს ისტორიული ფაქტი, იმის შესახებ, რომ კაჟიმუკანმა თავისი ავტორიტეტით ხელი შეუწყო ნათესავების გათავისუფლებას, რომლებიც განკულაკებულები იყვნენ და აღმოჩდნენ გადასახლებულები ომსკის ოლქში როგორც „ბაის ელემენტები“. 30-იანი წლების ტრაგედია - შიმშილობა, ღრმად ამწუხრებდა კაჟიმუკანს, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა, რათა თავისი თანამემამულეები გადაერჩინა უბედურებისგან. სრულიად საბჭოთა ხალხის სიყვარული დაიმსახურა ყაზახმა „ბატირმა“ ომის დროსაც თავისი სამოქალაქო საქციელით. დიდი სამამულო ომის წლებში კაჟიმუკანი საცირკო წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას და შემოსულ თანხას რიცხავდა თავდაცვის ფონდში. ამ თანხებით საბოლოოდ აშენდა საბრძოლო თვითმფრინავი-გამანადგურებელი. მოჭიდავე კაჟიმუკანი დააჯილდოვეს „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

გარდაიცვალა 1948 წელს სამხრეთ ყაზახეთის რეგიონის, არისკის რაიონის, სოფელ ტემირლანოვკაში. 1980 წელს გაიხსნა კაჟიმუკან მუნაიტპასოვის მემორიალური მუზეუმი სამხრეთ ყაზახეთის ოლქში. 1986 წლიდან ტარდება საერთაშორისო ტურნირები კლასიკურ ჭიდაობაში კაჟიმუკან მუნაიტპასოვის სახელობის პრიზისთვის.

გამოქვეყნების თარიღი

25 ივნისი 2021

Жаңарту күні

25 ივნისი 2021