აბაი და ყაზახეთი XXI საუკუნეში

Көру саны:119
წელს აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლისთავი სრულდება. ჩვენი ხალხის დიადი შვილის წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა სპეციალური კომისია. იგეგმება მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მაგრამ ყველაფერი ეს უნდა იყოს არა ზეიმი, არამედ უფრო სულიერი აღორძინება.
აბაი კუნანბაევმა როგორც სწავლულმა, მოაზროვნემ, პოეტმა, განმანათლებელმა, ახალი ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელმა, მთარგმნელმა და კომპოზიტორმა, წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მის ლექსებსა და პროზაში ასახულია ხალხის ეროვნული თვითშეგნება, ყოფა, მსოფლმხედველობა, ხასიათი, იმედი, ენა, ტრადიციები და სული, რომლებიც შემდგომში შეფასებული იქნა, როგორც უნიკალური მოვლენა, რომელსაც ეწოდა აბაის სამყარო.
შარშან ჩატარდა აბაის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტების კითხვის ესტაფეტა. სკოლის მოსწავლის მიერ, სახელად ლაილიმ, შემოთავაზებულ აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა, მხარი დავუჭირე ინიციატივას. ეს აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბევრმა ადამიანმა-სკოლის მოსწავლეებმა, მოზრდილმა ადამიანებმა, მათ შორის მსოფლიო დონეზე ცნობილმა ადამიანებმა, გაგრძელდა რამდენიმე თვე.
ამ აქციის წყალობით, მთელმა ყაზახეთმა თავიდან შეისწავლა აბაის მემკვიდრეობა. ეს არის აბაის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და ბავშვების აღზრდის ეფექტური საშუალება. მე იმედი მაქვს, რომ წელს, აბაის პოეტის იუბილეს აღსანიშნავად, ლექსების წაკითხვის ესტაფეტა ახალი ძალით გაცოცხლდება.
სახელმწიფოს მეთაურმა თავის სტატიაში „მომავალზე ორიენტირება: სულიერი აღორძინება“, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი შეგნების ამაღლების მნიშვნელობას. ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირება საყოველთაო ეროვნული პრობლემა გახდა, რამეთუ შეგნების მოდერნიზაცია გზას უხსნის ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ХХІ საუკუნეში.
ამასთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ აბაის მემკვიდრეობა ძალიან სასარგებლოა. დიდი პოეტის ნაწარმოებები დღესაც აქტუალურია. აბაის იდეები ყოველთვის შეიძლება გახდეს სულიერი საზრდო ჩვენთვის.
ამიტომ, ერის მოდერნიზაციისთვის, აუცილებელია მისი შრომის დასაბუთებისა და რაციონალური გამოყენების ხელახალი გააზრება.
ამ სტატიაში მსურს საზოგადოებას გავუზიარო აბაის სიტყვების აქტუალობა ჩვენი თანამედროვეობისთვის და ჩვენი ხალხის მიერ პოეტის ნაწარმოებებიდან მიღებული გაკვეთილები.

ეროვნული იდენტურობის მაგალითი
აღორძინება-ეს არ არის წარსულის დავიწყება და მხოლოდ ახალი ღირებულებების აღმოჩენა.
ფაქტიურად, ეს არის ფენომენი, რომელიც ცდილობს განავითაროს ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა თანამედროვე პოზიტიურ ტენდენციებთან ტანდემში. ამავე დროს, ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ აბაის. დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ მოუწოდა ერს დაბადებისკენ, განვითარებისკენ და განახლებისკენ.
პრეზიდენტმა თქვა: „მიუხედავად დროის და მსოფლიოს შეცვლისა, აბაის არ გაუცრუებია ჩვენი ხალხის იმედი, დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს მისი სიდიადის ახალ ასპექტებს და საიდუმლოს.
აბაი ყოველთვის თანაიარსებებს თავის მშობლიურ ხალხთან, საუკუნეთა მანძილზე მოუწოდებს ყაზახებს სიმაღლეების დაპყრობისაკენ“, რაც მოწმობს იმას, რომ პოეტის მემკვიდრეობა ფასდება, როგორც მარადიული ანდერძი.
თუ გადავხედავთ აბაის ნაშრომებს, დავინახავთ, რომ მას ყოველთვის გულწრფელად სურდა ქვეყნის განვითარება და აყვავება და ამ იდეას მთელი ძალით განადიდებდა, ხოლო მეცნიერება და განათლება-პროგრესის საფუძველად მიაჩნდა. აბაის მთელი სულით და სხეულით სურდა, რომ ყაზახებს ესწავლათ და მიეღოთ განათლება.
მან თქვა: „არ შეიქო თავი, სანამ მეცნიერებას არ დაეუფლები“, რომ ადამიანი არ იქნება თავის სიმაღლეზე, სანამ არ მიიღებს განათლებას. მან თქვა: „ჩვენ არ გვინდა მეცნიერების შეძენა პირუტყვისთვის“. ჩვენ უნდა გავიგოთ დიდი აბაის რჩევა-დარიგება: „არ იფიქრო მოგებაზე, იფიქრე სინდისზე, შეეცადე მეტი ცოდნა მიიღო“.
ეს მოგება დღესაც აქტუალურია, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. ეს იმიტომ, რომ XXI საუკუნეში ჩვენ ვხედავთ, რომ მეცნიერების მიზანი - სიმაღლისკენ სწრაფვაა, წინსვლაა.
და ჩვენი ამოცანაა - არათუ არ ჩამოვრჩეთ პროგრესს, არამედ საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა.
ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია განათლების სისტემის მოდერნიზება. ამ მიზნით დიდი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ სამამულო განათლებაში ჯერ კიდევ არის ხარვეზები. მისი განათლების გზები გაშუქებულია წინასაარჩევნო პროგრამაში და გასული წლის აგვისტოს კონფერენციაზე.
„მასწავლებლის შესახებ“ კანონის მიღება ერთ-ერთი კარგი ინიციატივაა ამ მიმართულებით. ეს არის განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებაში მასწავლებლის ადგილი განსაკუთრებულია. მასწავლებლები ძირითად როლს ასრულებენ შეგნებული შთამომავლობის აღზრდაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ მასწავლებელს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს მასწავლებლის პროფესიის სტატუსი და შექმნას პირობები მისი უზრუნველი ფუნქციონირებისთვის.
აბაიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კარგ საქმეს წარმოადგენს ენის შესწავლა. თავის ოცდამეხუთე სიტყვაში პოეტი ამბობს, თუ რას მისცემს მეორე ენის ცოდნა ადამიანს: „სხვა ხალხების ენისა და კულტურის შესწავლით, ადამიანი მათი თანასწორი ხდება, არ იმცირებს თავს არაფრის მაქნისი თხოვნით“.
ანუ, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ ქვეყნების თანასწორნი, რომლებიც წინ გვისწრებენ განვითარებით.
და ახალ ისტორიულ კონტექსტში, როგორც ახლა, ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი მშობლიური ენის განვითარებასა და ქებას და მისი სტატუსის ამაღლებას. ამის გარდა, ინგლისური ენის შესწავლა პრიორიტეტული ამოცანაა. რაც უფრო მეტ ენას აითვისებენ ახალგაზრდები, მით მეტი შესაძლებლობები ექნებათ. მიუხედავად ამისა, მათ კარგად უნდა იცოდნენ საკუთარი ენა. ახალგაზრდა თაობა არგებს ჩვენს ხალხს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრულად ფლობს მეცნიერებას, პატივს სცემს თავის ენას, და ნამდვილად არის პოლიგლოტი.
მსოფლიო იცვლება არათუ ყოველდღე, არამედ ყოველ საათში. ყოველ სფეროში ჩნდება ახალი ამოცანები და მოთხოვნები. მეცნიერებაში გაჩენილი სიახლეები ადამიანს განვითარებისკენ უბიძგებს. დადგა დრო, როდესაც შეგიძლიათ გაიმარჯვოთ მხოლოდ ინტელექტით. იმისთვის, რომ ფეხი ავუწყოთ დროის მსვლელობას, ჩვენ უნდა გვქონდეს ნათელი გონება. ეს ნაბიჯი მოითხოვს ცივილიზაციის საუკეთესო მხარეების ეროვნულ ინტერესებთან შეხამების უნარს. ასეთ დროს ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სტერეოტიპებზე და ჩვევებზე.
ამ მიზეზით აბაი არ იყო უკმაყოფილო თავისი ზოგიერთი მოქმედებით და ყოველთვის აკრიტიკებდა: „ღრმა აზრს, ღრმა მეცნიერულ ცოდნას არ ეძებენ ტყუილის და ჭორების მატყლივით აჩეჩვით“.
პოეტმა მოუწოდა ადამიანებს აითვისონ ხელოვნების სხვადასხვა სახე. მან მკაფიოდ იცოდა, რომ ეს ყველაფერი დროის საკითხი იყო და წინასწარ ესაუბრებოდა ამის შესახებ თავის ერს. ინტელექტუალური ერის ჩამოყალიბების იდეაც კი, რომელზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, შეიძლება აბაის მიერ იყოს ინიცირებული.
დიდი მოაზროვნე ყოველი სიტყვით ცდილობდა ერის აღზრდას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ აბაის ღრმა შესწავლას. აბაის შეცნობა-ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას. ადამიანის თვითშემეცნება და მუდმივი თვითგანვითარება, მეცნიერებისა და განათლებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, წარმოადგენს სრულყოფილების გამოხატულებას. სწორედ ეს არის ინტელექტუალური ერი. ამასთან დაკავშირებით, აბაის სიტყვა უნდა გახდეს თაობის ხელმძღვანელი ძალა.
აბაი მოგვიწოდებდა თითოეული ყაზახი ბავშვი ქვეყნის პატრიოტად აღვზარდოთ. მისი მემკვიდრეობა - ბრძენი პატრიოტიზმის სკოლაა, ქვეყნის დაფასების საფუძველია. ამიტომ, თუ გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქეები იყონ განათლებულები, არ უნდა დავიღალოთ აბაის ლექსების კითხვითა და სწავლით.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქვეყნის, ერის სიყვარული ისე, როგორც აბაის ის უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოეტი ერის ნაკლოვანებებს მკაცრად აკრიტიკებდა, მას ჰქონდა მხოლოდ ერთი აზრი - გამოეზარდა ყაზახები, თავისი ხალხი. -
აბაის მდიდარი მემკვიდრეობა ემსახურება ყაზახი ერის ახალი თვისების ჩამოყალიბებას. მის ნაშრომებში ასახულ ფიქრებს უნერგავენ მთელ ერს, უღვივებენ საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მიწის მიმართ პატრიოტიზმის გრძნობას. აი რატომ არის ახალგზარდა თაობის ცნობიერებაში შრომის ნაყოფის ჩანერგვა და ცხოვრების ძალად გადაქცევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ერის აღორძინებაში.
სახელმწიფო ინტერესები
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რათა ქვეყანა აყვავდეს როგორც სუვერენული სახელმწიფო.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მართლწესრიგის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა წარმოადგენს საყოველთაო ვალდებულებას. თუ ხალხი არ სცემს პატივს ხელისუფლებას - ეს გამოიწვევს ქვეყნის კრიტიკას. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში კვლავ მივაქციოთ ყურადღება აბაის მემკვიდრეობას. დიდმა პოეტმა თავის ნაწარმოებებში აღამაღლა ქვეყნის მიზნები და ეროვნული ერთიანობა.
ის მოვიდა სამართლიანი საზოგადოების შექმნის იდეით. აბაის ხედვა პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა ყაზახეთისა და მისი საზოგადოების კეთილდღეობისათვის XXI საუკუნეში. ჰაკიმ აბაევის პოზიციები ემთხვევა ცივილიზებული მსოფლიოს პოზიციებს. სამართლიანობა დამკვიდრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონის უზენაესობა, მთავრობის გახსნილობა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება მაღალ დონეზე იქნება, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს საქმეებში.
ჩემი კონცეფცია „სახელმწიფო, რომელიც უსმენს ხალხის ხმას“, შემოთავაზებული იყო სამართლიანი საზოგადოების იდეის განვითარებისთვის. სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კონსტრუქციული დიალოგი ამყარებს სახელმწიფოს მიმართ ნდობას. მთავრობის წევრებმა, მათ შორის მინისტრებმა და მმართველებმა, სახელმწიფო და სოციალური მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას, უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეთა წინადადებები და სურვილები. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი პირობაა სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისა, რომლის შესახებაც ამბობდა აბაი.
დიდი პოეტი ტყუილად არ ამბობდა: „მნიშვნელოვანი რჩევები დაკარგულია, ქვეყანამ ჩურჩული დაიწყო“. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ ხალხი უკმაყოფილოა მმართველით. მთავრობა ვალდებულია ყოველთვის უსმინოს თავის ხალხს, რათა ჩვენი თანამედროვეების რიცხვი, რომელსაც „სხვა საქმე არა აქვს, გარდა ჩაჩურჩულებისა, მეურნეობის გაძღოლა არ შეუძლია“, არ გაიზარდოს. სახელმწიფოს და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა, პრობლემური საკითხების განსახილველად და გადასაწყვეტად, შექმნეს ეროვნული საზოგადოებრივი ნდობის საბჭო. მე ვმუშაობდი მის წევრებთან მჭიდრო კავშირში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ საბჭო არ ხდებოდა ოფიციალური.
აბაის ნაშრომები ასევე ხაზს უსვამს მერიტოკრატიის პრობლემას. მან შეაფასა ადამიანი მის ღირსებებსა და დამსახურებებზე და არა მის სტატუსზე დაყრდნობით. დიდი პოეტი სწორ მიმართულებას აძლევდა ყაზახ ახალგაზრდობას.
ამჟამად ყაზახეთში მიმდინარეობს პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესი. სახელმწიფოს მეთაურის მხარდაჭერით გაჩნდა ლიდერების ახალი თაობა. თუმცა ხშირად კეთდება განცხადებები, რომ ჩვენს ქვეყანას რადიკალური ცვლილებები ესაჭიროება. მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მივაღწიოთ ერთიან ეროვნულ შეთანხმებას, რეალურად შევაფასოთ სახელმწიფოს შესაძლებლობები და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ დაკისრებულ მოვალეობებს.
ისინი, ვინც საუბრობენ ცვლილებების შესახებ, არ ზრუნავენ ქვეყნის კეთილდღეობაზე, ისინი უბრალოდ ორიენტირებულნი არიან პოპულისტურ იდეებზე.
პოპულიზმმა შეიძინა გლობალური ხასიათი, როგორც ნეგატიურმა ტენდენციამ. მთელს მსოფლიოში ხშირად ისმის ჯგუფების ხმები, რომელთაც არ გააჩნიათ მკაფიო სტრატეგია და მიისწრაფვიან ძალაუფლებისკენ ცარიელი ლოზუნგების მეშვეობით. ასეთი ხმაურიანი ადამინების შესახებ საუბრისას, აბაი ამბობს: „გახელებენ ცარიელი ყბედობით, როდესმე გაგაცურებენ“. ფაქტობრივად, ეს საშიში ტენდენციაა, რომელიც ძირს უთხრის ნებისმიერი ქვეყნის განვითარებას და ასუსტებს ერის უნიკალურობას.
როგორც აბაიმ თქვა, ჩვენ საერთოდ არ შეგვფერის ზედმეტი თავის ქება, სხვისი ჩათვლა ჩვენზე ნაკლებად, განხეთქილებების გამოწვევა. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მკაფიოდ და გარკვევით უნდა გავაანალიზოთ, თუ რა ხდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და ერთიანობა ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ, რაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გასაღებია. უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ურთიერკავშირის შენარჩუნებით, დავაფასოთ შესრულებული სამუშაო. მხოლოდ ასეთი პოლიტიკის გატარებით, ჩვენ შევძლებთ ყველა ჩვენი სტრატეგიული მიზნის მიღწევას და ყაზახეთი ვაქციოთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად.

ახალი საზოგადოების გულშემატკივარი
აშკარაა, რომ ახალი ყაზახეთის ბირთვს შეადგენს ახალი საზოგადოება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გადავიტანოთ ყურადღება ჩვენი ერის ღირსების ამაღლებაზე და ჩვენი ხალხის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. აუცილებელია ასევე ნეგატიური თვისებების თავიდან მოშორება, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოების განვითარებასა და არღვევს მის მთლიანობას.
დღეს მთელ მსოფლიოში ინტელექტუალები გვაფრთხილებენ კლასიკური კაპიტალიზმის კრიზისის შესახებ და სკეპტიკურად უყურებენ მის მომავალს.
იმიტომ რომ, მსოფლიოში მდიდრები და ღარიბები, განათლებულები და გაუნათლებლები, ქალაქები და სოფლები დაშორდა ერთმანეთს. ამ პროცესის ტემპები მუდმივად იზრდება. ბიზნესი ითვალისწინებს მოგებას, განათლებულებმა ჩამოაყალიბეს ცალკე წრე და თითოეული პასუხისმგებელი გახდა მხოლოდ საკუთარ თავზე.
ქალაქები სწრაფად იზრდება, ხოლო პატარა დასახლებები სუსტად ვითარდება. მეცნიერები თვლიან, რომ ყველაფერი ეს უკავშირდება სოციალური პასუხისმგებლობის დასუსტებას.
დაბრუნდება კი სოციალური პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი ამოცანა. ამ რთული პრობლემის გადაწყვეტა უნდა მოიძებნოს აბაის ფორმულაში «მთლიანი ადამიანი». ტერმინი მთლიანი ადამიანი“ შეესაბამება ინგლისურ ტერმინს «A man of integrity» . ეს დამახასიათებელია მხოლოდ იმათთვის, ვინც დარწმუნებულია საკუთარ თავში, მიისწრაფვის სიკეთისკენ და მადლისკენ. ის კონცეფცია, რომელიც ახლა ასე ფართოდაა გავრცელებული, აბაიმ განმარტა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.
ადამიანის ცხოვრება მთლიანობაში სხვადასხვა ურთიერთობებიდან შედგება. ამის გარეშე ადამიანი საზოგადოებისგან გარიყული იქნებოდა. და ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ურთიერთ პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა ირღვევა, როდესაც ერევა ეგოიზმი. აი რატომ ამბობს აბაი: „ერთ დონეზე გეჭიროთ თქვენი გონება, ძალა და გული და თქვენ ქვეყნისგან ცალკე შეივსებით“, რომ ადამიანს, გარდა ნათელი გონებისა და ნებისყოფისა, ჭირდება კეთილი გული.
ის განიხილავს ამ სამ ცნებას მუდმივად და ერთობლივად, მაგრამ თვლის, რომ პირველი ორი უნდა იყოს დაქვემდებარებაში. ეს არის ყაზახი ხალხის ცხოვრების ფილოსოფია.
ჩვენი ხალხი, რომელიც ასეთი ცნებებით ცხოვრობდა, რთულ სიტუაციაში მოხვედრისას მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა სხვა ერების მიმართ. მაშინაც კი, თუ მას საჭმელი აკლდა, ის თავს ვალდებულად თვლიდა სხვისთვის გაეყო პური. ყოველთვის იყო უფროსების პატივისცემა, უმცროსების დაფასება, წაქცეულის ფეხზე დაყენება და წაფორხილებულის გვერდში დგომა. ამ ღირებულებების განდიდებითა და გადაცემით, ჩვენმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ეროვნულობა.
ჩვენ უნდა გავიზარდოთ აბაის კონცეფციაზე „მთლიანი ადამიანის“ შესახებ. ჩვენმა სწავლულებმა უნდა ჩაატარონ ახალი კვლევები ამ მიმართულებით. მე ვთვლი, რომ „ადამიანის მთლიანობის“ კონცეფცია, არსებითად, უნდა გახდეს ფუნდამენტური საყრდენი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, სახელმწიფოსა და განათლების მართვის სფეროში, საქმიან და ოჯახის ინსტიტუტებში.
აბაის შემოქმედების ერთ-ერთ საყრდენ თემას წარმოადგენს სიზარმაცესთან, უსაქმურობასთან ბრძოლა. პოეტი მუდმივად მოუწოდებს ადამიანს იყოს მოძრავი, ყურადღებიანი და არ დაკარგოს დრო გართობასა და დაუდევრობაზე. ის ამბობდა, რომ ამის მიღწევა შრომით არის შესაძლებელი. ის ასევე უღრმავდებოდა სიზარმაცესთან ბრძოლის ფსიქოლოგიურ ასპექტებს და ამტკიცებდა, რომ რაციონალურ აზროვნებას შეუძლია შფოთვის დაძლევა. ის ასევე ყურადღებას ამახვილებდა ემოციურ ინტელექტსაც, რომლის შესახებაც ახლა ამდენს ვსაუბრობთ. ის ადამიანებს ურჩევდა, რომ თავიდან მოეშორებინათ ტრაბახის და უსაქმურობის ფსიქოლოგია, გულმოდგინედ ემუშავათ და ესწავლათ.
ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ აზრებს აბაის ლექსებში: „თუ თავდაუზოგავად იშრომებ, მაძღარი იქნები“, „მაძღრობა, უსაქმურობა, აფუჭებს ადამიანს“, „გჯეროდეს შენი თავის, შენი შრომა და ჭკუა გადაგარჩენს“. თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა გაითავისოს ეს ცნებები და გარშემომყოფთ მაგალითს აძლევდეს თავისი შრომით.
ჩვენს ხალხს ესმის შრომის ფასი. ჩვენ არ დაგვავიწყდა, რომ ჩვენი მშობლების მძიმე შრომა მტრის ზურგში დიდი ძალა იყო, რომელმაც გამარჯვება მოგვაპოვებინა. ახლა საკმარისია მშრომელი ადამიანების სამაგალითო საქმეები. ცოტა ხნის წინ ზოგიერთ მათგანს გადაეცა სახელმწიფო ჯილდოები.
და, რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიან დროში, როგორიც დღეს გვაქვს, თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი მუშაობა პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან.
აბაის შეიძლება ვუწოდოთ თავისი დროის შრომისუნარიანობის საფუძველი, შრომისმოყვარეობის მოტივატორი. დიდი მოაზროვნის ნაწარმოებებში მოყვანილია მაგალითი იმისა, რომ სადაც შრომაა, იქ სიკეთეა. ის მოგვიწოდებს ავითვისოთ შრომის ახალი ხერხები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამასთან ერთად, პოეტი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ინიციატივობას, პატიოსნებას პროფესიაში. მაგალითად, მეათე სიტყვაში ის ასკვნის: „ვინც არ გამდიდრდება, თუ გულმოდგინედ იშრომებს, გულმოდგინედ მოძებნის, იპოვის თავის ადგილს?“ აბაის თქმით, ცხოვრებისთვის ფულის საშოვნელად აუცილებელია ხელობის დაუფლება. რადგან, “სიმდიდრე დროთა განმავლობაში ილევა, ხოლო-ცოდნა-არა“ (ოცდამეცამეტე სიტყვა).
მე ვფიქრობ, რომ დიდი პოეტის იდეები დღესაც აქტუალურია ყაზახეთის საზოგადოებისთვის. აი რატომ აღვნიშნავთ დღეს, რომ ნედლეულზე დამოკიდებულების ფსიქოლოგიის თავიდან მოშორება და მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური აყვავება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს.
მსოფლიო კულტურის სახე
პრაქტიკულად თითოეულ თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს შეუძლია დაიტრაბახოს თავისი მდიდარი ისტორიული პიროვნებებით, მათ შორის პოლიტიკოსებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეებით, ლიდერებით, პოეტებით და მწერლებით, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებით. ყაზახ ხალხს ასევე საკმარისად ჰყავს გამოჩენილი პიროვნებები, რომელთა შორისაც აბაის ადგილი განსაკუთრებულია. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძია წარმოვიდგინოთ ჩვენი დიდი მოაზროვნე საერო ცხოვრებაში.
ჩემი დიპლომატიური სამსახურის მრავალი წლის მანძილზე ხშირად შევხვედრივარ პოლიტიკოსებს და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს. ჩვენ ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს კაცობრიობისთვის მრავალ მნიშვნელოვან თემებზე. მთლიანობაში ისინი კარგად იცნობენ ყაზახეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიღწევებს, ჩვენს სულიერ და კულტურულ ღირებულებებს კი არასაკმარისად იცნობენ. ისმის კითხვა: „ხომ არ გაგვეხსნა ყაზახური კულტურა და ყოფა აბაის მეშვეობით?“
სწავლული აბაი - არის ყაზახური მიწის მსოფლიო დონის გენიოსი. მან დათესა ჭკუის და სიბრძნის თესლი მთელი კაცობრიობისთვის.
ჩვენი მკვლევარები, რომლებმაც ღრმად შეისწავლეს აბაის პოეტური ძალა, ამბობენ, რომ მათ მიიღეს ამოუწურავი საზრდო ყაზახური ფოლკლორიდან, აღმოსავლური და დასავლური სიტყვის ხელოვნებიდან, რუსული ლიტერატურიდან და ისტორიული ნაწარმოებებიდან.
აბაის დიდი აზროვნება მკაფიოდ აისახება ასევე მის რელიგიურ გაგებაზე-გემოვნებაზე. „ალაჰი ჭეშმარიტია, სიტყვა ჭეშმარიტია, სიმართლე არასოდეს არის ცრუ“ -თქვა მან. ნათელია, რომ ის ამ დასკვნამდე მივიდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფოსების ნაშრომების გააზრებით. ოცდამეთვრამეტე სიტყვაში ის აღნიშნავს თავის დამოკიდებულებას ღმერთის მიმართ.
რელიგიური ფილოსოფოსები, რომლებმაც შეაფასეს აბაის სულიერი თვალსაწიერი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მის ცნებას „მართლმორწმუნე მუსლიმანი“. „მართლმორწმუნე მუსლიმანის“ კონცეფცია, სავარაუდოდ, ეხებოდა არა მხოლოდ ყაზახებს, არამედ მთელ მუსლიმანურ სამყაროს. აი ჩვენი მოაზროვნე და ბრძენი აბაი კვლავაც იზრდება ამ რელიგიური თვალსაზრისის წყალობით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ დედაქალაქში ვატარებთ ყველა რელიგიის ტრადიციულ კრებას. არსებობს ბალანსი ასეთი ღონისძიებების მიზანსა და დიდი აბაის პოზიციებს შორის.
ჩვენ ყველა ვფიქრობთ პოეტის სურვილზე შეინარჩუნოს მთელი კაცობრიობის სულის სიწმინდე.
როგორც ცნობილია, აბაის სახეს, როგორც მხატვრულ სახეს, დიდი შეფასება მიეცა მსოფლიო ლიტერატურაში მ. აუეზოვის რომანის „აბაის გზა“ წყალობით. მაგრამ ეს არის აბაის შეცნობის მხოლოდ ერთი ასპექტი. იმისთვის, რომ გავიცნოთ ნამდვილი აბაი, პოეტი აბაი, აუცილებელია მის ლექსებში და პროზაში გამოხატული იდეების აზრის გახსნა. ის უნდა ითარგმნოს მსოფლიოს ძირითად ენებზე, ყველა ფერის შენარჩუნებით. ძნელია იმის თქმა, რომ ჩვენ ეს შევძელით. სხვა ენებზე ნამდვილი ეროვნული პოეტების გადათარგმნა -არ არის მარტივი ამოცანა. მთარგმნელს უნდა გააჩნდეს იმ მოაზროვნის ნიჭი. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სწავლულებმა -აბაის შემოქმედების მცოდნეებმა, ლინგვისტებმა და აბაის თანამგრძნობმა ადამიანებმა.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევი: „აბაი არა მხოლოდ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც დაუფასებელი წვლილი შეიტანა ყაზახი ხალხის სულიერ საგანძურში, არამედ ბრძენი ადამიანიცაა, რომელმაც ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ყაზახი ხალხი გახდეს ქვეყანა.
აბაი გამოჩენილი ფიგურაა მსოფლიო დონის მოაზროვნეთა შორის". მართლაც, დიდი პოეტის ნაწარმოებებს შეუძლია არა მხოლოდ ყაზახების, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი ცხოვრების გამდიდრება. რადგანაც აბაის ნაწარმოებების შინაარსი სავსეა ზოგადი ადამიანური ღირებულებებით. მისი სიტყვები-დარიგებები მთელი მსოფლიოს ხალხთა ქონებაა. ეს არის კლასიკური იდეების კოლექცია. სამოძღვრო სიტყვები, გამონათქვამები, დარიგებები - სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული ჟანრია.
თავის დარიგებებში აბაი ამბობს, რომ ის აყვავდა და მიაღწია სულიერ სიმაღლეებს, კაცობრიობის მემკვიდრეობის ქებით. მისი დასამოძღვრი სიტყვების საყრდენია - ადამიანურობა, კულტურა და სიკეთე. ფრაგი მოაზროვნის მონტელის წერილები გვახსენდება, როდესაც ვეძებთ ჰაკიმ ის სიტყვების ალტერნატივას. თუმცა, თუ მონტელი უფრო მსჯელობს საკუთარ პიროვნებაზე და ადამიანურ ბუნებაზე, აბაის დარიგების მთავარი მისიაა -მსჯელობა, სხვისი დაფიქრება, მიზნის პრინციპად გადაქცევა. დიდი მოაზროვნის დარიგების სიტყვები - ძალიან დასაფასებელი შრომაა.
რაც უფრო მაღლა წარმოვადგენთ აბაის მსოფლიო კულტურაში, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენი ერისადმი პატივისცემა. გლობალიზაციის თანამედროვე და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში აბაის სიტყვებმა ყველა უნდა დააფიქროს.
მსოფლიოში ბევრია ისეთი პიროვნებები, რომლებმაც სხვადასხვა წვლილი შეიტანეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროსა და განათლების განვითარებაში და ისინი აღიარეს ზოგადსაკაცობრიო მოაზროვნეებად. მაგალითად, სიტყვა ჩინეთის ხსენებისას მაშინვე გვახსენდება ლაო-ძი და კონფუცი, სიტყვა რუსეთზე -დოსტოევსკი და ტოლსტოი, სიტყვა საფრანგეთზე- გვახსენდება ვოლტერი და რუსო. ასევე ჩვენც უნდა მივაღწიოთ ისეთ დონეს, როდესაც სიტყვა ყაზახეთზე მაშინვე გაახსენდეთ აბაი. დიდი პატივი იქნებოდა, თუ ადამიანები ჩვენთან მოსალმებისას, იტყოდნენ: „ყაზახი ხალხი-ეს აბაის ხალხია“.
აბაის სამაგალითო ცხოვრება და ჭეშმარიტი შემოქმედება წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს არა მხოლოდ ყაზახი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. აბაის იდეები ადამიანისა და საზოგადოების, განათლებისა და მეცნიერების, ბუნებისა და გარემოს, სახელმწიფოსა და მთავრობის შესახებ, საუკუნეთა მანძილზე არ კარგავს თავის მნიშვნელობას, იმიტომ რომ პოეტის მემკვიდრეობა მთელი კაცობრიობის სულიერი საზრდოა.
სანამ არსებობს ყაზახების ქვეყანა, აბაის სახელი მუდმივად გაიზრდება. თუ მაღლა დავიკავებთ მის ძვირფას სიტყვებს, როგორც სულიერ, მსოფლიოს წინაშე ჩვენი ქვეყნის ღირსება აუცილებლად გაიზრდება.
უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა წინ წავწიოთ აბაი, როგორც ჩვენი ერის კულტურული კაპიტალი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული ქვეყნები აფასებენ ყაზახურ იდენტობას, კულტურას, ლიტერატურას და სულიერებას მსოფლიო დონის პიროვნებების დონითა და პოპულარობით. ამიტომ აუცილებელია მსოფლიო საზოგადოებისთვის აბაის წარმოდგენა, როგორც ახალი ყაზახეთის ბრენდისა. ეს არის დღევანდელი თაობის წმინდა ვალი.

ზეიმის მაგალითები
თუ გვსურს ეროვნული თვითშეგნების განახლება, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიკითხოთ აბაის ნაწარმოებები და ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი ერი. მისი ხედვა სხვადასხვა პროცესზე საზოგადოებაში დღეს ძალიან სასარგებლოა ყაზახეთისთვის. აბაი, რომელიც გამოხატავს არა მხოლოდ თავისი დროის, არამედ თანამედროვე საზოგადოების სახესაც, შეუპოვრად იბრძოდა ქვეყნის მიზნის მიღწევის გზაზე.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეულ ყაზახს დომბრა უნდა ეკიდოს საპატიო ადგილზე. ასევე ვთვლი, რომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს აბაის წიგნი და მუხთარ აუეზოვის რომანი „აბაის გზა“.
მომავალი თაობა უნდა მიჰყვეს აბაის წმინდა გზას. ეს არის დიდი პოეტის ოცნების ასრულება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ აბაის ფიქრებზე.
წელს მოეწყობა აბაის 175 წლისთავს მიძღვნილი 500-ზე მეტი ღონისძიება საერთაშორისო, რესპუბლიკურ და რეგიონულ დონეზე. მთავარი მოვლენა გახდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „აბაის მემკვიდრეობა და მსოფლიო სულიერება“, რომელიც ჩატარდება აგვისტოში სემეიში იუნესკოსთან თანამშრომლობით. ასევე, ოქტომბერში ნურ-სულთანში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია აბაის თემაზე და სულიერი აღორძინების საკითხებზე. ეს შეხვედრები საშუალებას მოგვცემს ყოველმხრივ შევისწავლოთ აბაის შემოქმედება და გავხსნათ გზა მისი შემოქმედებისკენ XXI საუკუნის ახალი ყაზახეთის საკეთილდღეოდ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია დიდი პოეტის ნაწარმოებების გადათარგმნა და გამოქვეყნება ათ ენაზე. კერძოდ, აბაის ნამუშევრები გადაითარგმნება ინგლისურ, არაბულ, იაპონურ, ესპანურ, იტალიურ, ჩინურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმები და ტელესერიალი „აბაი“ პოეტის ცხოვრების, მემკვიდრეობის, ყაზახეთის კულტურის განვითარებაში მისი როლის შესახებ. პოეტის ხელოვნების სფერო ასევე წარმოადგენს გამონაკლისს. ჩატარდება თეატრალური და მუსიკალური ფესტივალები რესპუბლიკურ და საერთაშორისო დონეზე. წელს ჯილდოები მიეძღვნება აბაის შემოქმედებას. ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში საუკეთესო ნაწარმოებებისთვის სახელმწიფო პრემიას დაერქმევა აბაის სახელობის სახელმწიფო პრემია.
აბაის პიროვნებისა და მემკვიდრეობის ინაუგურაცია გაგრძელდება საზღვარგარეთაც. იგეგმება „აბაის ცენტრების“ გახსნა ყაზახეთის საელჩოებთან რუსეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, და სხვა ქვეყნებში. ეს კულტურული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მფლანგველობის გარეშე.
კეთილმოეწყობა კუნანბაი უსკენბაის ძის დინასტიის სასაფლაო დაბა აკშოკში, აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში.
ამავე დროს, აბაის პიროვნების მაღალ დონეზე განდიდებისთვის, მთავრობამ უნდა მიიღოს შემდეგი ზომები:
სემიპალატინსკის ოლქი - ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია ყაზახების ისტორიაში. ამიტომ ქალაქი სემეი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში უნდა მიეკუთვნოს ისტორიულ ცენტრს. დიდი აბაის, შაკარიმის და მუხთარ აუეზოვის დაბადების ადგილი იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსის განვითარება და მისი ისტორიულ-კულტურული ობიექტების მოდერნიზება ახალი მოთხოვნების შესაბამისად. მე ვავალებ მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები ამასთან დაკავშირებით.
საიუბილეო წლის ფარგლებში აუცილებელია საზოგადოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომელსაც სურს გაალამაზოს აბაის-განთქმული ჟიდებაის- წმინდა ადგილი და პატივი მიაგოს დიდი პოეტის სულს.
ამის გარდა, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აბაი „ჟიდებაი -ბორილის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ და ლიტერატურულ -მემორიალურ ნაკრძალ-მუზეუმს და აქციოს სამეცნიერო-განმანათლებელ ცენტრად.
ჟიდებაიში უნდა აშენდეს მუზეუმისთვის სპეციალურად მიძღვნილი ახალი შენობა „აბაის მემკვიდრეობა“.
სახელმწიფო მხარდაჭერა აუცილებელია ჟურნალ „აბაისთვის“, რომელიც დაფუძნდა 1918 წელს სემიპალატინსკში მუხთარ აუეზოვის და ჟუსიპბეკ აიმაუტოვის მიერ და გამოდის 1992 წლიდან.
ეს და სხვა მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება დიდი აბაის სულისთვის პატივის მისაგებად და მისი დიდებული მემკვიდრეობის განდიდებისთვის. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა ყაზახს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილშობილურ ინიციატივაში.

* * *
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აბაის 175 წლისთავის იუბილეს ღონისძიების სახით, რომელიც განაახლებს საზოგადოებრივ ცნობიერებას და ბიძგს მისცემს ჩვენს, როგორც ერთიანი ქვეყნის, მთლიანი ერის განვითარებას.
მე ვფიქრობ, რომ ამ ზეიმის მთავარი მიზანია - გარკვეული ანგარიშის ჩაბარება ერის დიდი მასწავლებლისთვის. აბაის კრიტიკა - ეს სერიოზული, კონსტრუქციული კრიტიკაა.
სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივით და ქვეყნის მხარდაჭერით დაპყრობილია სიმაღლეები. ჩვენ დავისახეთ მიზანი შევიდეთ მოწინავე ორმოცდაათი ქვეყნის რიცხვში და მივაღწიეთ ამას ვადაზე ადრე.
ჩვენ ვგეგმავთ შევუერთდეთ პირველ ოცდაათეულს და ჩვენ მივაღწევთ ამას. აბაის მემკვიდრეობას ასევე შეუძლია დაგვეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში. შემდეგი ჩვენი საკითხია-შეგვიძლია თუ არა გავიგოთ აბაის დახმარება.
შევძლებთ კი მის გააზრებას?
დიდების ზეიმმა უნდა მოახდინოს ერის წინაშე მდგარი დიდი ამოცანის შესრულების გზის ძებნა. ჩვენ გვსურს, რომ მომავალი ზეიმის წინ თითოეულმა მოქალაქემ იფიქროს ჩვენს ქვეყანაზე. რა მოგვცა აბაიმ? რას ითხოვდა ჩვენგან აბაი? რას ელოდა ჩვენგან აბაი? შევძელით კი ამ საქმიდან დასკვნების გამოტანა? ყაზახების რომელი საქმეები სწყინდა აბაის? შევძელით კი ჩვენ ამ საქმისგან თავის დაღწევა? ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილება მივიღოთ ხუთ კეთილშობილ საქმეზე ფიქრით, რომელთა შესახებაც საუბრობდა პოეტი და ვიშორებთ კი ამ ხუთ მტერს?
აბაის მემკვიდრეობა - ეს წმინდა ღირებულებაა, რომელიც ხსნის გზას როგორც ერის გაერთიანებისკენ, ისე ჩვენი ხალხის განვითარებისაკენ. მთლიანობაში, თუ ჩვენ მივყვებით აბაის რჩევას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ჩვენ გავხდებით ძლიერები, როგორც ქვეყანა და მივაღწევთ ჩვენს მიზანს, როგორც სახელმწიფო.
აბაის ოცნება-ხალხის ოცნებაა. ჩვენ არ უნდა დავზოგოთ ძალები ხალხის იმედისა და მოვალეობების შესრულების გზაზე. აბაის დამრიგებლურ მოძღვრებას ახალი ყაზახეთი აჰყავს ამ სიმაღლეებზე XXI საუკუნეში.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი,
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
27 მარტი 2020
27 მარტი 2020