ყაზახურ-ქართული ურთიერთობები

ყაზახურ-ქართული ურთიერთობები

           1992 წლის 23 ივლისს - დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

            2022 წლის დეკემბერში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში მალიკ მურზალინი დაინიშნა.

2022 წლის ნოემბრში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ყაზახეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.

პოლიტიკური თანამშრომლობა

 ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებით ხელი მოეწერა 70-ზე მეტ დოკუმენტს. ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძვლების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იქნა 1993 წლის 1 ივნისს.

 მაღალი დონის ვიზიტები:

2005 წლის 2-4 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნ.ნაზარბაევი. საქართველოს პრეზიდენტები სამუშაო და ოფიციალური ვიზიტით 6-ჯერ ეწვივნენ ყაზახეთს (1993, 2006, 2007, 2008 , 2010, 2017 წწ.),

2023 წლის 22-23 ივნისს გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თბილისში. საქართველოს პრემიერ-მინისტრები ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვივნენ 6-ჯერ (2010, 2011, 2014, 2019, 2022, 2023 წწ).

2019 წლის 24 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტ კ.ტოკაევსა და საქართველოს პრეზიდენტ ს.ზურაბიშვილს შორის.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზიტები:

2010 წლის 16-17 თებერვალს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, კ.საუდაბაევი ეუთოს თავმჯდომარის რანგში ოფიციალური ვიზიტით ეწვია თბილისს.

2010 წლის 6 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გ.ვაშაძე საპასუხო ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს.

რეგულარულად იმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე:

2017 წლის 27 სექტემბერი ასტანაში; 2019 წლის 16 ოქტომბერი თბილისში; 2021 წლის 20 ოქტომბერი ნურ-სულთანში; 2023 წლის 15 მარტი თბილისში.

გამოქვეყნების თარიღი

13 მარტი 2020

Жаңарту күні

13 მარტი 2020