სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა

            ყაზახეთი ექსპორტს ახორციელებს: ნავთობპროდუქტები, ფეროშენადნობები, ალუმინი, ქვანახშირი, რელსები, ხორბალი და ა.შ.

            საქართველო ყაზახეთში იმპორტს ახორციელებს: ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, ვაგონები, ფარმაცევტული პროდუქტები, თხილი, ჩაი და ა.შ.

            ყაზახეთში საქართველოს კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 248 იურიდიული პირი, ფილიალი და წარმომადგენლობა, ხოლო საქართველოში ყაზახეთის კაპიტალის მონაწილეობით 123 იურიდიული პირი, ფილიალი და წარმომადგენლობაა. ისინი ძირითადად ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის, ლოჯისტიკის, უძრავი ქონების და სამშენებლო სფეროებში არიან დაკავებულნი.

            მოქმედებს სამთავრობათაშორისო კომისია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. თანათავმჯდომარეები არიან: ყაზახეთის მხრიდან, ტრანსპორტის მინისტრი, მ. კარაბაევი, ქართული მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლ. დავითაშვილი.

            საინვესტიციო თანამშრომლობა. (ბათუმის ნავთობტერმინალი БНТ შეიძინა ყაზახეთის რესპუბლიკამ 2008 წელს) და ბათუმის საზღვაო პორტი (БМП - იჯარით 2008 წლიდან 49 წლით).

            ყაზახეთის სატრანსპორტო და ლოჯისტიკის საინვესტიციო ჯგუფმა PTC Holding-მა ფოთის პორტში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2024 წლის ბოლოს იგეგმება.

             «Rompetrol Georgia», რომელიც ეკუთვნის სს ეკ «КазМунайГаз»-ს, ქართულ ბაზარზე 15 წელზე მეტია მუშაობს და საქართველოში ნავთობპროდუქტების რეალიზაციის მთლიანი ბაზრის დაახლოებით 20%-ს იკავებს და ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელის ხუთეულშია.

            «Halyk Bank Georgia», სს «Народный Банк Казахстана»-ის შვილობილი კომპანია, ფინანსურ სექტორში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

           საქართველოში ასევე მოქმედებს ყაზახური ავიაკომპანია «Эйр Астана»-ს წარმომადგენლობა.

ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კომპანიების მონაწილეობით განხორციელდა 2 პროექტი: ფეროშენადნობების წარმოება ყარაგანდის რეგიონში (Chiaturmanganum Georgia); შპს Kazrost Engineering-ზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება აკმოლის რაიონში (Georgian Industrial Group).

ქართული კომპანია «GEORGIAN INDUSTRIAL GROUP Ltd»  ქალაქ კოკშეტაუში ორ პროექტს ახორციელებს: (რთული საკვების ქარხანა; სხვადასხვა მოდელის ტრაქტორების აწყობა და წარმოება).

            ურთიერთქმედება ტურიზმის სფეროში

           საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით ყაზახეთი ტოპ 10 ქვეყანას შორისაა.

           ტურისტული სეზონის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) ყაზახეთის ხუთი ქალაქიდან (ასტანა, ალმათი, შიმკენტი, ატირაუ, აქტაუ) საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ხორციელდება 35-მდე პირდაპირი რეისი.

გამოქვეყნების თარიღი

13 მარტი 2020

Жаңарту күні

13 მარტი 2020