აღმოსავლეთის და დასავლეთის გაერთიანება

მიმდინარე წელს ყაზახეთი დიდი მეცნიერის და მოაზროვნის, ალ-ფარაბის 1150 წლისთავს აღნიშნავს, რომელმაც მიიღო მოსფლიო აღიარება და არისტოტელეს შემდეგ ცნობილია როგორც მეორე მასწავლებელი კაცობრიობის ისტორიაში. შუა საუკუნეების უდიდესი მეცნიერი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი ალ-ფარაბი იყო არისტოტელეს და პლატონის მიმდევარი და მათი ნაშრომების განმმარტებელი, მოაზროვნე ვისმა იდეებმაც გავლენა იქონია იბნ-სინის შეხედულებებზე, და ბიძგი მისცა შუა საუკუნეების ევროპის  ფოლოსოფიის და მეცნიერების განვითარებას.

ათობით ენის მცოდნე აღმოსავლეთის მოაზროვნე დაიბადა  თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ორთარში, რომელიც მონღოლთა შემოსევამდე  შუა აზიის ერთ – ერთი უდიდესი ქალაქი იყო.

ყაზახეთში “Online” რეჟიმში მიმდინარეობს სამეცნიერო კონფერენციები და ფილოსოფიური შეხვედრები. ხელახლა გამოიცემა მოაზროვნის წიგნები, იწერება ახალი კვლევები მისი ნაშრომების საფუძველზე. ფილოსოფოსის დიდ მეცნიერულ და სულიერ მემკვიდერობას ყაზახეთის სოციალურ-პოლიტიკურ მოდერნიზაციის კონტექსტში და ახალგაზრდა თაობის ღირებულებების ფორმირებისას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.

დიდ მეცნიერს სჯეროდა ადამიანების მიერ მიწიერ ცხოვრებაში მიღწეული ბედნიერების. ეს იდეა მან გამოთქვა თავის ნაწარმოებებში: „ტრაქტატი კეთილშობილ ქალაქში მცხოვრებთა შეხედულებებზე“, „სამოქალაქო პოლიტიკაზე“, „ბედნიერებისკენ მიმავალი გზის მითითებაზე“, „ბედნიერების მიღწევაზე“ და ა.შ. ალ-ფარაბის მრავალმხრივი მეცნიერეული კვლევების შედეგი გახდა „მეცნიერების კლასიფიკაციის შესახებ“ ტრაქტატი, სადაც მკაცრად იქნა ჩამოთვლილი იმ დროის დარგები, განსაზღვრული იქნა თითოეულის კვლევის  საგანი.

მისი ნაშრომები ლოგიკურად მოიცავენ „კატეგორიებს“, „დიალექტს“, „ასოების წიგნს“, „სიბრძნის ძვირფას ქვებს“, „ლოგიკაში გამოყენებულ მიმდინარეობებს“, „ანალიტიკას“, „მტკიცებულებას“ და ა.შ. მუსიკისა და პოეზიის შესახებ ტრაქტატებს განეკუთვნება „დიდი წიგნი მუსიკაზე“, პოეზიის ხელოვნებაზე“, „ტრაქტატი პოეზიის  ხელოვნების წესებზე“.

ალ-ფარაბის საბუნებისმეტყველო ტრაქტატები მოიცავენ „კომენტარებს პტოლემეის ”ალმაგესტთან”, „გალენთან წინააღმდეგობაზე მისი არისტოტელესთან უთანხმოების თაობაზე ადამიანის სხეულის ორგანოებთან დაკავშირებით“, „ქიმიის ხელოვნების აუცილებლობაზე“ და ა.შ.

გამოქვეყნების თარიღი

11 აგვისტო 2020

Жаңарту күні

11 აგვისტო 2020

საქმიანობა